• თბილისი
  • 8°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

არჯევანიძის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

წაღვერში, სოფელ დაბასთან არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, დილიდან ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო.


ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.