• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

არჯევანიძის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

სოფელ დაბასთან უკვე მოეწყო საველე შტაბი, სადაც ხანძრის ლოკალიზებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაგეგმვა მოხდება. 

მეხანძრე მაშველებსა და მეტყევეებს, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამე ცდილობდნენ, დილიდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200 თანამშრომელი დაემატა.

ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფის გარდა, ტორფიანი ნიადაგიც უშლის ხელს. დაუზუსტებელი მონაცემებით, ამ დროისათვის ცეცხლი 4 ჰექტარზეა გავრცელებული.