• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

წაღვერის ტყეში ისევ ხანძარია

წაღვერში არჯევანიძეების ტყის გაგრძელებაზე, არანახანძრალ ადგილზე ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით, 1 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები. 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი მეხის ჩამოვარდნა გახდა.