• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა

ლანჩხუთში, სოფელ ზემო შუხუთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა. 

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის საბურავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ის არხში ჩავარდა. 

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა და ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები.


მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მუხლით მიმდინარეობს.