• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

უბედური შემთხვევა თელავში - მამაკაცს ხე დაეცა

თელავში, შუამთის ტყეში 35 წლამდე მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის ხის მოჭრას ცდილობდა. 

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

გარდაცვლილს, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მაცხოვრებელი იყო,  ექსპერტიზა ჩაუტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.