• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლითა აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.