• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე, რესტორან „გრანდ პალასის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ხუთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ხოლო ორის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ისინი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილნი. ორივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერთს თავის ზედაპირული ტრავმა, ხოლო მეორეს, საშუალო სიმძიმის მუცლის ტრავმა აღენიშნება.

ქუთაისი-წყალტუბოს მონაკვეთზე გზა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულა საპატრულო პოლიცია.