• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

ველისციხეში მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო

ველისციხეში 75 წლამდე მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, სახლში მხოლოდ მისი შეუძლოდ მყოფი მეუღლე იმყოფებოდა, უბედური შემთხვევის შესახებ კი მეზობლებმა მეორე დღეს გაიგეს.

შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.