• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2017
article

ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილში რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. 

შსს-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ცეცხლი ავტომობილის სადენებს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე მაშველები.