• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარედ, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარედ, პეტრეს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი სიღრმიდან მყვინთავებმა ამოიყვანეს. გარდაცვლილს 10 მაშველისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ეძებდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დასასვენებლად ოჯახთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა. ადგილობრივების თქმით, ის მეგობრებს ტელეფონით ესაუბრებოდა და უთხრა, რომ ზღვაში სიმაღლიდან აპირებდა გადახტომას. მან ის ადგილიც აჩვენა, საიდანაც უნდა გადამხტარიყო. მას შემდეგ კი, რაც წყლიდან არ ამოვიდა, მეგობრები ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და მისი სავარაუდო კოორდინატები მიაწოდეს.

ადგილზე მაშველებთან ერთად გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.