• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

ბათუმში სატვირთო მატარებელი ქალს დაეჯახა

ბათუმში სატვირთო მატარებელი ქალს დაეჯახა. შემთხვევა ე.წ. ბარცხანის დასახელბაში მოხდა. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. მას სახის და თავის არეში აღენიშნება მძიმე დაზიანებები. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა რთულია. სავარაუდოდ ის დამსვენებელია. არსებული ინფორმაციით, ქალი მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, როდესაც მას ფეხი დაუცდა და წაიქცა. ამ დროს მას სატვირთო მატარებელი დაეჯახა.