• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2017
article

მტკვარში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

მდინარე მტკვარში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო.შემთხვევა გუშინ, სოფელ ნიჩბისთან მოხდა. 

საგანაგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე მაშველების მისვლისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.