• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2017
article

ახალციხეში ავტოავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში ავტოავარიას კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათისთვის მოხდა. მსუბუქი და სატვირთო მანქანები ერთმანეთს დაეჯახნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 1983 წელს დაბადებული კაცი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება სატვირთოს მძღოლს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, რის გამოც ის საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.