• თბილისი
  • 20°C
  • 20 ოქტომბერი, 2017
article

ლაგოდეხში ხანძარი ლიკვიდირებულია

ლაგოდეხში, სოფელ ცოდნისკარის ტყეში მეხანძრეებმა 10 საათიანი სამუშაოების შემდეგ, ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს. 

თუმცა, იმის გამო, რომ ცეცხლმოდებული მონაკვეთი სოფლიდან 200 მეტრით არის დაშორებული, ორი სამაშველო ბრიგადა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა.

ძლიერი ხანძრის შედეგად, დამწვარია 4 ჰექტრამდე ძეძვნარი და მცირე ფართობის ვენახი. აალების სავარაუდო მიზეზად, მაღალი ტემპერატურა დასახელდა.