• თბილისი
  • 29°C
  • 23 სექტემბერი, 2017
article

გონიოში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა (ვიდეო)

გონიოში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა სოციალურ ქსელში  ნათია გოცაძემ გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში გონიოს სანაპიროზე მკვდარი დელფინის გამორიყვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

„SOS!!! არ ვიცი ვის ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! ბოლო 3 დღის განმავლობაში უკვე მეორედ, გონიოს სანაპიროზე დამსვენებლებმა მკვდარი ზღვის ბინადარი თითქმის გახრწნილ მდგომარეობაში ამოიტანეს ზღვიდან. ადგილობრივები ამბობენ , რომ ორივე შემთხვევაში იყო დელფინი და დაბინძურებული წყლისგან დაიხოცნენ. მე ამის ექსპერტად ვერ გამოვდგები, ამიტომ ვდებ მასალას და ვისაც შეგიძლიათ შესაბამისი ზომების მიღება ნუ დააყოვნებთ! ეს საშინელებაა!“ - წერს გოცაძე.