• თბილისი
  • 17°C
  • 23 აპრილი, 2018
article

გედევან ფოფხაძე: პრეზიდენტმა შეწყალების თაობაზე დისკრეცია რაღაც ჩარჩოში უნდა მოაქციოს

სულ იყო დავის საგანი და გარკვეული წინააღმდეგობის მიზეზი, რომ პრეზიდენტი შეწყალებას როცა იღებდა, ისმებოდა კითხვები - რატომ და რა სტანდარტით განახორციელა - იგრძნობოდა ორმაგი სტანდარტის არსებობა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

გედევან ფოფხაძის თქმით, შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის დისკრეციას ვერავინ შეცვლის, თუმცა თავად პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას შეუძლიათ გარკვეული სტანდარტების თავიდან შემუშავება. 

„არსებობს კონსტიტუციური დისკრეცია და პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი. ძალიან მძიმე დამნაშავეც შეიძლება შეიწყალოს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მას ამისი სურვილი აქვს. თუ ეს რაღაც დონეზე არ დარეგულირდა, გარკვეული საფრთხის მატარებელია იმიტომ, რომ ბოროტად ამის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცები მოხდეს. ელემენტარულად, ბოროტმოქმედი და საშიში ადამიანი გამოუშვას, თუ მას ასეთი სურვილი გაუჩნდება. ჩვენ ვერ შევუცვლით პრეზიდენტს ამ დისკრეციას, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაც ჩარჩოში ეს დისკრეცია თვითონ უნდა მოაქციოს და შეწყალების კომისიამაც გარკვეული სტანდარტებით უნდა იმოქმედოს. ეს სტანდარტები თავად უნდა დაადგინონ და გაასაჯაროვონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ყოველთვის იქნება სუბიექტურობის და ხანდახან ამ უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც”, - განაცხადა ფოფხაძემ.