• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება?

დაინიშნება თუ არა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და არის თუ არა, უმრავლესობაში დაწყებული დაპირისპირება ხელოვნური? ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს რომ ქართული ოცნების წევრები „კაბინეტებიდან ასე მარტივად ნამდვილად არ გამოვლენ“. 

presa.ge: უმრავლესობაში დაწყებული დაპირისპირება ხელოვნურად მართული ხომ არ არის, რათა საქარათველოს პარლამენტი გახდეს ქმედუუნარო, რამაც შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამოიწვიოს? 

გია ხუხაშვილი: ეს კიდევ ერთი შეთქმულების თეორიაა, მე არ ვთვლი რომ დაპირისპირება ხელოვნურად ხდება, რადგამ ამ დაპირისპირებას აქვს თავისი ობიქეტური საფუძვლები. 

ახალგაზრდა, არსაიდან მოსულ ადამიანებსა და დანარჩენ პარლამენტს შორის პრობლემები დიდი ხანია მწიფდება, უბრალოდ ეხლა გამოვლინდა, ამაში არაფერი გასაკვირი და ხელოვნური არ არის. 

- აწყობს თუ არა, ქართლ ოცნებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა? 

- რაში უნდა აწყობდეს, ტკიბილად სხედან კაბინეტებში, შეიძლება ითქვას, რომ ამით ცხოვრების ოცნება აისრულეს და კაბინეტებიდან ასე მარტივად ნამდვილად არ გამოვლენ. 

ოპოზიცია ამ ქყვეყანაში კიდვე დიდხანს იქნება მოუმზადებელი, რა შეიცვლება ერთი თვის შემდეგ ოპოზიციაში? არაფერი. საქართველოში პოლიტიკური ელიტა არის მკვდარი, არც ხელისუფლებას აქვს დიდი ავტორიტეტი ამას ყველა ხედავს.