• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ოპტიმიზაცია იგეგმება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია იგეგმება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, რეორგანიზაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და მომავალი თვის ბოლოს დასრულდება.

„მალე სამინისტროში ვგეგმავთ რეორგანიზაციას. ეს შეეხება მთლიანად სამინისტროს. ხარისხის ამაღლების კუთხით იქნება ოპტიმიზაცია. არის მთელი რიგი მიმართულებები, რომლებშიც ხარისხის ამაღლების კუთხით საჭიროა ოპტიმიზაცია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.