• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

"მთავარია პროცესი სამართლიანად წარიმართოს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს, არამხოლოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტს"

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და უკრაინიდან პოლონეთში იძულებით გაძევებას ეხმაურება.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს მომხდარს. მნიშვნელოვანია,რომ მიმდინარე მოვლენები მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყოს და პროცესი სამართლიანად წარიმართოს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს, არამხოლოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტს,"-აცხადებს აშშ-ს ელჩი.

"რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი პრიორიტეტია საქართველო გახდეს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ საქართველომ ყურადღება სწორედ ამ მიზანზე უნდა გაამახვილოს - და უზრუნველყოს სტაბილური და წარმატებული მომავალი თავისი ხალხისთვის. თუმცა, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მან თავად უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები,-განაცხადა იან კელიმ.