• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

რომან გოცირიძე: „რაც გუშინ მოხდა ეს არის, საკუთარი ხელით სამარის გამოთხრა პოროშენკოს მიერ

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები თბილისში ფიქრობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევებით პეტრო პოროშენკომ დარტყმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალს მიაყენა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ პოროშენკოს გუნდი დაშვებული პოლიტიკური შეცდომების გამო არჩევნებს წააგებს. 

„რაც გუშინ მოხდა ეს არის, ფაქტობრივად, საკუთარი ხელით სამარის გამოთხრა პოროშენკოს მიერ. დამთავრებულია მისი რეჟიმი. წელიწადნახევარში იქნება არჩევნები და უკრაინის ხელისუფლებაში არ იქნება პოროშენკო, დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი და გააგრძელებს საქმიანობას.

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.