• თბილისი
  • 6°C
  • 20 თებერვალი, 2018
article

"ჩვენს მოქალაქეებს გაჭირვება და სიღარიბე აიძულებთ თავშესაფარი ეძებონ სხვა ქვეყნებში"

"ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი  ვიზალიბერალიზაციის  შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მოქალაქეებს გაჭირვება და სიღარიბე აიძულებთ თავშესაფარი ეძებონ სხვა ქვეყნებში.

 "ჩვენს არც ერთ მოქალაქეს, არ სიამოვნებს წავიდეს თავისი  ქვეყნიდან და თავშესაფარი ან სამუშაო ადგილი ეძებოს საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაში. ჩვენს მოქალაქეებს აიძულებს საყოველთაო გაჭირვება და სიღარიბე , რომელიც ქვეყანაშია.  თუ ,,ქართულ ოცნებას’’ და მთავრობას უნდა ,რომ ამ ხალხის ნაკადი შეაკავოს და თუ სურვილი აქვთ რომ ხალხი სამშობლოში უკან დაბრუნდეს , ქვეყანაში ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს, სამუშაო ადგილები უნდა იქმნებოდეს და ლარი უნდა იყოს მყარი და  ფასები სტაბილური . სწორედ ის რომ მთავრობას  არ შეუძლია  ამ პირობების შექმნა სწორედ ამიტომ არის გაზრდილი ხალხის ნაკადის წასვლა საზღვარგერეთ,’’ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.