• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

"ამ გაუნათლებელს ჯერ დახვეწილობის კურსები რომ გაევლო და მერე შეგეყვანათ პარლამენტში, არა?"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის დღევანდელ განცხადებას, საპასუხო რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში, ვისთვისაც პარლამენტის წარსული მეტ-ნაკლებად არის ცნობილი.

"ათას პარტიაზე გადამხტარი "ქოცი" დავით ჭიჭინაძე აცხადებს, გლეხს რომ სწავლა უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდაო. ამ გაუნათლებელს ჯერ დახვეწილობის კურსები რომ გაევლო და მერე შეგეყვანათ პარლამენტში, არა? შვილს დაბადების დღეზე გლუკოზას რომ ჩამოუყვანს რუსეთიდან დაბადების დღეზე ეს ჰგონია კაი ტიპობა? ეს ტიპი ამომრჩევლის მოსყიდვითაც ცნობილი იყო: 2003 წლის არჩევნებში ისანში კარტოფილით და შაქრით ცდილობდა ამომრჩევლის მოსყიდვას. 1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტში "აღორძინებამ" შეიყვანა. 2003 წელს, ზურაბ ჟვანიას პარტიას შეეხიზნა. ვინმემ გადაეცით ამ გაუნათლებელს ჯერ კილო და აქცენტი დახვეწოს და გლეხებზე მერე ილაპარაკოს"-წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი საკუთარ გვერდზე.

"სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში".

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის მისამართით განაცხადა.

"სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში. 230 ათასი ნაკვეთი თუ არის, ხომ შეიძლება სამობილიზაციო სამსახურივით გავაკეთოთ. პრინციპში თითო წევრზე 100 ლარი რომ გამოვყოთ, სულ 25 მილიონ ლარში ჩავეტევით. მე ვიცი, რომ ბევრი პროგრამაა ისეთი, რომელშიც გაცილებით მეტ ფულს ვიხდით და შემდეგ დრო რომ გადის არაეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ რაღაც სამუშაო ადგილებიც შეიქმნება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს მოსავლის მოყვანაში.