• თბილისი
  • 2°C
  • 17 იანვარი, 2018
article

ნიკა მელია მმართველ გუნდს საკუთარ დაპირებებს ახსენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მმართველ გუნდს საკუთარ დაპირებებს ახსენებს.

ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების პირობა დადო, რაც უნდა შესრულდეს.

მისივე თქმით, არ შეიძლება ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანების ციხეში ისხდნენ.

„არა ერთი განცხადება მოვისმინეთ ხელისუფლების მხრიდან. მათ ეს საკითხი აქვთ პრაქტიკულად გადაწყვეტილი და ისინი საუბრობენ, რომ დროის ამბავია და ისინი აუცილებლად პარლამენტში მიიღებდნენ შესაბამის კანონს. არსებობს კანონპროექტი უკვე. მე იმედს ვიტოვებ, რომ ისინი თავიანთ დაპირებას შეასრულებენ, ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანები წლობით იხდიან სასჯელს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს საპატრიარქო პარლამენტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერებას სთხოვს.

საპატრიარქო არ უჭერს მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა კანონპროექტის დამტკიცებამდე საჭიროდ მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დააწესოს დამატებითი რეგულაციები ნარკოტიკების გამავრცელებლის მიმართ.