• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

შოთა შალელაშვილი მთავრობას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას სთხოვს

„ქართული ოცნების“ წევრი, შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს და  მთავრობას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას სთხოვს.

"საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბატონმა დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა. მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ თემაზე იმსჯელოს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას,“-წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ღია წერილში.

„ქართულ ოცნების“ სხვა წევრები ამბობენ, რომ ეს საკითხი ძალიან სერიოზულია და დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.