• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას საქართველოსთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა

ადა მარშანია გიგა ბოკერიას ურჩევს, დეპუტატის მანდატი დატოვოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს. 

"ნაციონალური მოძრაობა" ლექციებს და ნოტაციებს გიკითხავს, "ქართულო ოცნებავ", გილოცავ, რადგან ეს დაიმსახურე. ზრდასრული ადამიანი ადა მარშანია რას ვხედავ? სხდომათა დარბაზში ბოკერია გვიზის. აქ არ უნდა იჯდეთ, ბატონო ბოკერია. იცით, შესანიშნავი რა იქნებოდა? ტრიბუნასთან ამობრძანდეთ, 9 წლის განმავლობაში ჩადენილის გამო სრულიად საქართველოს ბოდიში მოუხადოთ, მანდატი დადოთ და სახლში წახვიდეთ. მინისტრებმა, მინისტრები რომ ჰქვიათ და სინამდვილეში "ქართული ოცნების" მინისტრები არიან, საბრალდებო დასკვნა უნდა მოგიტანონ, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დაეწერათ. "ქართულ ოცნებას" მივმართავ, ასე როდემდე უნდა ვიცხოვროთ? არც დებატებში ვმონაწილეობთ, არც კითხვებს ვსვამთ და არც პასუხები გვაინტერესებს. ვრწმუნდები, რომ ჩვენი აქ ყოფნა ფუჭია. რით ვარ დაკავებული, ბოლომდე ვერ გავიგე. ვითომ პარლამენტი გვაქვს. ბოკერია და ლომაია განათლების დარგს თავს რომ დაესხნენ, ცნობილია და ნგრევა კვლავ მიმდინარეობს", - მიმართა მარშანიამ ბოკერიას.