• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

ირმა ნადირაშვილი: გიორგი მღებრიშვილი არის ჩვეულებრივი „მაოხრებელი მკვდარი“

„მღებრიშვილი არის ჩვეულებრივი მაოხრებელი მკვდარი, რადგან როცა შს სამინისტროდან წავიდა, ჩატაევი უკვე საქართველოში იყო და მას არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, ინფორმაცია არ ჰქონდა“, -  ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების განხილვისას განაცხადა. 

ირმა ნადირაშვილის  ინფორმაციით, კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძის ხელფასი იყო 7975 ლარი, მისი მოადგილე ალექსანდრე ჭიკაიძის - 5975, და მეორე მოადგილე ზედელაშვილის 6000 ლარი. 

​ოპოზიციონერ დეპუტატს აინტერესებს,  ”რაში ვუხდიდით ამ ადამიანებს ასეთ მაღალ ხელფასს”.

„მე მგონია, რომ ახლა მღებრიშვილისგან ქმნით ახალ მინდია ჯანელიძეს და ახალ ჭიკაიძეს. 82 მლნ გამოყავით და შექმენით ახალი სამსახური ამ ადამიანისთვის. არ ვიცი ჭიკაიძე - ზედელაშვილი როგორ გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ მაინტერესებს მღებრიშვილის საკითხი. მან ბევრი შეცდომა დაუშვა, კითხვებზე პასუხები არ მიგვიღია. მღებრიშვილი არის ჩვეულებრივი „მაოხრებელი მკვდარი“, რადგან როცა შს სამინისტროდან წავიდა, ჩატაევი უკვე საქართველოში იყო და მას არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, ინფორმაცია არ ჰქონდა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.