• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

"სახეზეა როგორც დაზვერვის, ასევე დაგეგმვის ჩავარდნა"

"სახეზეა როგორც დაზვერვის, ასევე დაგეგმვის ჩავარდნა - ერთი ბინის ნეიტრალიზაციას ორ საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს."

ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ნიკა რურუას ინფორმაციით, პირები, რომელთა წინააღმდეგაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, აღნიშნულ ბინაში ორ წელზე მეტია იმყოფებიან, საცხოვრებელ სახლში კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით იარაღი და ეს ყველაფერი შესაბამისი სამსახურების გვერდის ავლით მოხდა. 

„პირველ რიგში, მინდა, სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდეს. მინდა სპეცოპერაციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს მშვიდობიანი დასრულება ვუსურვო. ბუნებრივია, არსებობს კითხვები ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც 18 საათია მიდის. სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ერთი განცხადება გავრცელდა. სამწუხაროდ, სახეზეა როგორც დაზვერვის, ასევე დაგეგმვის ჩავარდნა. არ შეიძლება ასეთი ოპერაცია ამდენი ხანი გრძელდებოდეს. ერთი ბინის ნეიტრალიზაციას ორ საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს. გამოიკვეთა უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა რურუამ.