• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრთა კაბინეტია შეკრებილია. ამ დრომდე ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩქაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ. 

ჟურნალისტებს სხდომის დაწყების გადაღების საშუალება არ მიეცათ, ასევე პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია ტრადიციული განცხადება, სხდომის დაწყებამდე.

ჟურნალისტები სხდომის დასრულებას ელოდებიან, შესაძალოა სწორედ სხდომის შემდეგ გაკეთდეს მიმდინარე სპეცოპერაციაზე კომენტარები.