• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

თბილისის მერიის პრესსამსახურს მანანა თოქმაჯიშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის პრესსამსახურს მანანა თოქმაჯიშვილი უხელმძღვანელებს. 

მანანა თოქმაჯიშვილი ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების დროს პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახურის უფროსი იყო.

მანანა თოქმაჯიშვილი იყო პროგრამა "ალიონის" რეპორტიორი, რადიო "იმედის" წამყვანი, ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის თანამშრომელი 2011-2012 წლებში, შემდეგ მისი პრესსპიკერი.

2013 წლიდან პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მრჩეველი იყო.