• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

ცესკო-ს პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, 02.00 საათიდან გამოქვეყნდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, 02:00 საათიდან შეძლებს.

ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, 3 სახის ბიულეტენის დათვლას დრო სჭირდება.

„2014 წლის გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ და მოგეხსენებათ, პირველადი შედეგების გამოცხადება მოხერხდა 02:00 საათის შემდეგ. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია, ამ დროიდან დავიწყოთ შედეგების გამოცხადება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.