• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

ეგზიტპოლის შედეგები - 54% კახი კალაძე, 15% ზაალ უდუმაშვილი, 14% ალეკო ელისაშვილი

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. 

პირველ ადგილზე 54% არის კახი კალაძე 15% ზაალ უდუმაშვილი 14% ალეკო ელისაშვილი.

"ედისონ რისერჩი" მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია "ედისონ რისერჩი," მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.