• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

მამუკა მდინარაძე ანა დოლიძეს: ვეტოს გაზიარების შემთხვევაში იტყვით თუ არა, რომ თქვენი აზრით, საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია?!

"ვეტოს გაზიარების შემთხვევაში იტყვით თუ არა, რომ თქვენი აზრით, საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია?!"

ამ  კითხვით მიმართა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე წევრმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 

მამუკა მდინარაძის თქმით,  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მოტივირებული შენიშვნების წარდგენისას მხოლოდ პოლიტიკურ ასპექტებზე ისაუბრა და შენიშვნების სამართლებრივი არგუმენტი არ დაუსახელებია.

"მთელი გამოსვლის განმავლობაში არც ერთი იურიდიული და სამართლებრივი არგუმენტი არ დაგისახელებიათ, მხოლოდ პოლიტიკურ არგუმენტებზე მიუთითებდით. კითხვა მაქვს ასეთი - ვეტოს გაზიარების შემთხვევაში იტყვით თუ არა, რომ თქვენი აზრით, საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია?! ასევე, თქვენ ამბობდით ოპოზიციასთან ერთად, რომ ხალხს ართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს, მაშინ რა გამოდის, ორპალატიანი პარლამენტის არსებობის შემთხვევაში თქვენ უშვებთ, რომ ორლაპარტიანმა პარლამენტმა შეიძლება ხალხს წაართვას პრეზიდენტის არჩევის უფლება, თუ როგორ არის?! აქვე, რომელი ნორმა არსებობს სამართლებრივ საფუძველში, რაც პირდაპირი არჩევის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს მოქმედ, ან ახალ კონსტიტუციაში, რომელიც უზრდის რაიმე ფუნქციას პრეზიდენტს იმ ბალანსისთვის, რაზეც თქვენ საუბრობდით?! გუშინ როგორც იქნა აღიარეთ, რომ ამ კონსტიტუციას აქვს ხუთი პარტიის მხარდაჭერა და დღეს რატომ შეცვალეთ ეს მესიჯი?! ხუთი პუნქტი და ვალდებულება ახსენეთ, რას გულისხმობთ რა ვალდებულება გვაქვს მეხუთე აღებული, იქნებ შეგვახსენოთ”, - მიმართა მდინარაძემ დოლიძეს.