• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

"მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, კონსტიტუციურ პროექტზე პრეზინდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება. 

"ჩვენს წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი ჰქონდათ და მსჯელობა გაიმართა იმაზე, რომ მოტივირებულ შენიშვნებში საუბარი ორ საკითხზე ყოფილიყო. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ორი საკითხისთვის სხვა პრინციპული საკითხებიც დაემატებინა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მივიღეთ. მოტივირებული შენიშვნები გაზიარებული არ იქნება. პრეზიდენტმა ამ ცვლილების  დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას ხელი არ შეუწყო, შესაბამისად, ინიცირების ახალ პროცესს დავიწყებთ. ამ კონსტიტუციით ის ხდება, რაც არც ერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა - 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, ხოლო გარდამავალ პერიოდში პოლიტიკურ  მოცემულობას ვცვლით", - განაცხადა ჩუგოშვილმა.