• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

გიორგი კახიანი: პრეზიდენტი ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო

"პრეზიდენტი ვეტოს არსებული სახით წარმოდგენისას ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო".

​ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი აზრით,  სასურველი იყო ვეტო ისეთნაირად ყოფილიყო წარმოდგენილი, რომლის თაობაზე მმართველ გუნდს მზაობა ჰქონდა გაცხადებული.

"სამწუხაროა, რომ ის, რასაც მხარს უჭერდა ვენეციის კომისია და რასაც ჩვენც გავითვალისწინებდით, ვერ ასახა პრეზიდენტმა ვეტოში და ვეტოს სახით წარმოგვიდგინა კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან არის წარმოდგენილი. ეს მაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი სწორედ ამ ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, როდესაც ვეტო ამ სახით წარუდგინა პარლამენტს",- განაცხადა გიორგი კახიანმა.
ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ პრზიდენტის ვეტო დაძლიოს.