• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

"ევროპული საქართველო" თბილისის საკრებულოს პროკურატურაში უჩივის

"ევროპული საქართველო" პროკურატურას მიმართავს, სადაც ორი დღის წინ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლას მოითხოვს.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა და ასევე საკრებულოს რეგლამენტი.

კერძოდ, "ევროპულ საქართველოში" განმარტავენ, რომ პუშკინის სკვერთან მუნიციპალური მიწის გასხვისებას სულ მცირე საკრებულოს 34 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა 2 დღის წინ გადაწყვეტილება მხოლოდ 29 დეპუტატმა მიიღო.

"პროკურატურას მივმართავთ კიდევ ერთი უკანონობის და დანაშაულის შესახებ, რომელიც ამ პროცესში იყო დაშვებული კერძოდ, პუშკინის გასხვისების დროს, დაირღვა გასხვისების წესი. იმიტომ, რომ გაუსხვისებელი მიწის გასხვისებას სჭირდება 34 ხმა, რომელიც მათ არ ჰქონდათ, მხოლოდ 29 ხმით იყო მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის კონკრეტული დანაშაული, ამის საფუძველზე პირველ რიგში უნდა დაიწყოს გამოძიება და მეორე, რეესტრს არ აქვს უფლება დაარეგისტრიროს ეს გასხვისების აქტი და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს,“-განაცხადა "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.