• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

სალომე სამადაშვილი გია ვოლსკის "რა გაყვირებს, გოგო"-თი მიმართვის გამო უჩივის

დეპუტატი სალომე სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივის. 

სამადაშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის სახელზე პარლამენტის კანცელარიაში ცოტა ხნის წინ წერილი ჩააბარა, რომელშიც საბჭოს მასსა და ვოლსკის შორის მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას სთხოვს.

"საზოგადოებამ იცის, რომ პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ ამ პარლამენტში ვმსჯელობთ კვოტირების სისტემის შემოღებაზე. ამის პარალელურად, სამწუხაროდ, ამ პარლამენტში უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ვოლსკის საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენება და კნინობითი ფორმით მიმართვა ქალი კოლეგებისთვის. სწორედ ამიტომ, მე დღეს მივმართე გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომელიც მუშაობს პარლამენტში, რომ მათ განიხილონ ის ინციდენტი, რომელიც მოხდა 9 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე და შესაბამისი რეაგირება მოახდინობ ამაზე",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

საქმე ეხება გიორგი ვოლსკისა და სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას, 9 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს მიმართა: "რა გაყვირებს, გოგო? უზრდელობაა ეგ."