• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

მიხეილ სააკაშვილი კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს

ამ წუთებში ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა 112.ua ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზანი არა უკრაინის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის დაკავება, არამედ ოლიგარქიული სისტემის დანგრევაა.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პეტრო პოროშენკოსთან, როგორც ძველ მეგობართან და თანაკურსელთან, პირადი კონფლიქტი არ აქვს.

„მათ საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ - ეს ჩემი ერთადერთი მიზანია, არავითარი სხვა ამბიცია არ მაქვს. მე არ მაქვს პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი, ეს ტყუილია, პრობლემა სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის დაპირისპირება კი არა, სააკაშვილსა და სისტემას შორის დაპირისპირებაა, იმ ოლიგარქიული სისტემის, რომლის ნაწილიცაა პოროშენკო. ძალიან მინდა, რომ მან ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებას მიაღწიოს, თუმცა ის იქ უკრაინელი ხალხის რეალურ პრობლემებზე სამწუხაროდ არ საუბრობს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პოროშენკომ, ვერ დამალავს იმ მახინჯ სისტემას, რომელიც უკრაინაშია ფესვგადგმული. ძალაუფლება არა მათ ხელში, არამედ ხალხის ხელშია. მე ვიყავი პრეზიდენტი და მესმის, რასაც ვამბობ. ჩემი მიზანი უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლა არ არის, გარწმუნებთ ამას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.