• თბილისი
  • 5°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

"ამბობენ "ოცნების სიები" ყოფილი ნაციონალებით გაივსოო, სწორადაც იქცევიან"

"ამბობენ "ოცნების სიები" ყოფილი ნაციონალებით გაივსოო, სწორადაც იქცევიან". 

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პარლამენტშიც ოცნების სამი დეპუტატიდან ორი ყოფილი "ნაციონალია". 

"როგორც ამბობენ, გაივსო "ქართული ოცნების" მაჟორიტარულ-პროპორციული სიები ადგილობრივ არჩევნებში ყოფილი ნაციონალებით. სწორადაც იქცევიან. დიდი ხანია,რომ ამას მიხვდნენ. სადმე თუ საქმე იყო საკეთებელი, ამათ დაუძახეს. პარლამენტშიც ოცნების სამი დეპუტატიდან ორი ყოფილი ნაციონალია. აბა საკნებში ნაჯდომები ხელისუფლების კაბინეტებში რაში გამოადგებათ. ობიექტურობისათვის, არც ისინი ჰყავთ მთლად განწირულები, სიპებში და გამგეობებში ჰყავთ მიმაგრებული და მიდიან თვეში ერთხელ მუქთა ფულის ასაღებად.
თუ ამდენი "ნაციონალია" ხელისუფლებაში, საქმე რატომ მიდის უკან და უკანო ვინმემ რომ გკითხოთ, ასე შეგიძლიათ უპასუხოთ: საქმის კეთებას სჭირდება სამი რამ-ცოდნა, გამოცდილება და ზნეობა. თუ რომელიმე აკლია, ვერ მიიღწევა შედეგი. როგორც ჩანს, რომელიღაც კომპონენტი აკლიათ ამ ყოფილ ნაციონალებს",- წერს რომან გოცირიძე.