• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

გიორგი კახიანი: პრეზიდენტი ვეტოსთვის ემზადება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის აზრით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის მომზადების ინიციატივით ვეტოსთვის ემზადება. 

როგორც გიორგი  კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსესუსზე შეჯერების მიზნით არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. 

„პრეზიდენტის პოლიტიკური დღის წესრიგი გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტი, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიმუშავებენ, პარლამენტს ვეტოს ფარგლებში, მოტივირებული შენიშვნების სახით წარუდგინონ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა. 

​მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას სექტემბრის ბოლოს აპირებს.