• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

კახა კალაძეს „ქართველთა მარშის“ წევრებთან სასაუბრო არაფერი აქვს

„განცხადებები, რაც კეთდება, თითქოს მიწა გაიყიდება უცხოელებზე, არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი“, -  ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძე ე.წ. ქართველთა მარშის აქციას, რომლებმაც მის შტაბთან პიკეტი მოაწყვეს და მიწის გასხვისების შესახებ, მისი მოსაზრებით დაინტერესდნენ. 

„მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მგონი, ჩვენი პოზიცია ყველასათვის ნათელია. ამასთან დაკავშირებით მეც არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, პრემიერ-მინისტრსაც. დღესაც გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება ამასთან დაკავშირებით. 

ის, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის მიზანმიმართული ცრუ კამპანია, რომელსაც გარკვეული ადამიანები ახორციელებენ. 

ის, რომ მიწა არ გაიყიდება უცხოელებზე, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ჩვენმა გუნდმა მიიღო ზუსტად ეს გადაწყვეტილება, რომ ჩაიწერა კონსტიტუციაში. განცხადებები, რაც კეთდება, თითქოს მიწა გაიყიდება უცხოელებზე, არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძის თქმით, მას „არაფერი აქვს სასაუბრო“ „ქართველთა მარშის“ წევრებთან.