• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

„დამარტყეს და წამომაძახეს, რა უფლებით გაბედეო შენ, კახის ოფისთან მისვლაო“

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ე.წ. ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორისა და მონაწილის, ლადო სადღობელაშვილის პროცესი იწყება. მას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ ის უკანონოდ დააკავეს. ე.წ. ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის არ გეგმავს, რომ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს.

„რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომელიც პატრულის თანამშრომლებმა დაკავების დროს მომაყენეს მანქანაში, მათ ნეკნებში ჩამარტყეს, ერთი-ორჯერ დამარტყეს და წამომაძახეს, რა უფლებით გაბედეო შენ, კახის ოფისთან მისვლაო. ვიგრძენი, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავების მომენტი და დამუქრება, რომ შემდგომში არ მივსულიყავი კალაძის შტაბთან,“- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.