• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

„ტრამპის პირობებში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობამ კიდევ ახლი დინამიკა შეიძინა“

საქართველო-ამერიკის ურთიერთობებმა პრეზიდენტ ტრამპის პირობებში კიდევ ახლი დინამიკა შეიძინა,- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქლაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. 

ციხელაშვილის თქმით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს და რეგიონს გააჩნია და რომელსაც რუსული აგრესია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ქმნის, ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა სტაბილურობის ის ფაქტორია, რომელიც ჩვენს ქვეყანას მდგრადობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. 

„ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატები უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია, ეს თანმშრომლობა 25 წელია გრძელდება. პრეზიდენტ ტრამპის პირობებში ამ თანამშრომლობამ კიდევ ახლი დინამიკა შეიძინა. ჩვენ საქართველოს მხარდამჭერი ძალიან მკაფიო და მძლავრი მხარდაჭერის გზავნილები მოვისმინეთ. ამერიკის მხარდაჭერა კონკრეტულ ქმედებებს შეიცავს, როგორიც ბიუჯეტიდან თანხის მოჭრაა ყველა იმ აქტორისთვის, რომელიც რამენაირად მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების აღირებას. ეს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის სანქციებს ეხება, რომელიც სწორედ იმიტომ ხორციელდბა, რომ მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მიუღებელია", - აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, სიცხადე, პრინციპულობა და მოქმედება რუსეთთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსული აგრესია ასევე ცხადი და აქტიურია. 

„სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყირადღებას და იმ გზებზე ვისაუბრებთ, რომელიც ჩვენ მომავალში გვესახება. იმისათვის, რომ რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად ევროპაში სტბილურობა იყოს, აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანად მოწესრიგებისთვის საერთო ძალისხმევის მიმართვა. გადაუჭრელი კონფლიქტები რუსეთისათვის როგორც სამეზობლოში, ისე მის მიღმა გავლენის მთავარი ბერკეტი გახლავთ. გადაუჭრელი კონფლიქტები მარტო საქართველოს, უკრაინის ან სხვა ქვეყნების პრობლემა არ არის, ეს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა ციხელაშვილმა.