• თბილისი
  • 5°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

"თუ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს დაარღვევს, მას ცეცხლი უნდა გაუხსნან"

"ჩვენს გმირ მესაზღვრეებს მივმართავ, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს, ვინც ჩვენი საზღვრების ურღვევობას ხელყოფს, უკრაინის მტერია, - ამის შესახებ უკრაინის „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.

როგორც ლიაშკო აღნიშნავს, სააკაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა მეგობარმა პოროშენკომ მას პასპორტი წაართვა, რომელიც უკანონოდ მიიღო. ის ურჩევს სააკაშვილს, დაიქირავოს საუკეთესო ადვოკატები და სასამართლოში წავიდეს.

მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოს საზღვარს არ არღვევს, რადგან პატივს სცემს მას, ხოლო უკრაინა მისთვის უცხოა, ამიტომაც ასე ამცირებს მის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

„მხოლოდ უკრაინის მტრებს შეუძლიათ სააკაშვილის ისტერიულ მოწოდებას გამოეხმაურონ, მას უკრაინის საზღვრის გარღვევაში დაეხმარონ. უკრაინის საზღვრის ურღვევობის ხელყოფა ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აუღიარებლობაა. ეს უკრაინის დამცირებაა!“ - წერს პოლიტიკოსი.