• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩვენ ამ პირობას დავდებთ

"აქამდე წარმოდგენილი მერობის ყველა კანდიდატი არის მახინჯი პოლიტიკური სისტემის კონიუნქტურის ტყვეობაში და ეს შეიცვლება, ჩვენ ამ პირობას დავდებთ".

ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა. 
მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია პროგრესისკენ სვლას ტრადიციების დაცვით აპირებს და საარჩევნო კამპანიაშიც აქცენტები ამ საკითხზე გაკეთდება. 

"ჩვენი მხრიდან, თითოეული აქცენტი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთდება, ეს იქნება აქცენტი, რომელზეც ხმას არ იღებს არც ერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იმყოფება ტყვეობაში იმ მახინჯი სისტემისა, რომელიც ებრძვის ყველაფერს ეროვნულს. ჩვენი პოლიტიკური სისტემა მომავალში დაფუძნებული იქნება იმ ლიდერებზე, თანამშრომლობასა და იმ ძალაზე, რომელიც ტრადიციების დაცვის გზით გააგრძელებს გზას პროგრესის და მოდერნიზაციისკენ ", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

გაერთიანებული ოპოზიციიდან თბილისის მერობისთვის კახა კუკავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძოლებენ.

​საზოგადოების წინაშე კანდიდატები "დემოკრატიული მოძრაობის’’ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ წარუდგინა.