• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2017
article

23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის ვიზების გაცემა შეჩერდება

2017 წლის 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არასაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება - ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

"რუსეთის გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირების თაობაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი მისწრაფების სერიოზულობას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. 

ჩვენ დიპლომატიური მისიის რაოდენობას იმ დონეზე შევინარჩუნებთ, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები შევასრულოთ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

2017 წლის 1 სექტემბრიდან, ვიზების გაცემა მოსკოვში განახლდება, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის საკონსულოებში ვიზების გაცემის პროცედურა განუსაზღვრელი დროით შეჩერდება.