• თბილისი
  • 5°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

გაერთიანებული პარტიების მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება

გაერთიანებული პარტიების მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძოლებს.

"დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ" მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატები დაასახელეს.

გაერთიანებული პარტიების მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძოლებს.

"ჩვენი ოპოზიციური ერთობისთვის კარი კვლავ ღიაა. ეს არ ეხება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კახა კუკავას თქმით, ამომრჩევლებს უახლოეს დღეებში ეროვნულ პროგრამას წარუდგენენ.