• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

„ესენი არიან კრიმინალური მაფია, რომლებსაც 20 ათასი ლარი აქვთ ხელფასი"

სემეკში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა და კომისიას მოუწოდა გადადონ სხდომა. „როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე მთავრდება ეს პროცესი დენის ტარიფის გაძვირებით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სემეკში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რადგან ლეიბორისტული პარტია კომისიას სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდა.

ლეიბორისტები მოითხოვენ, კომისიამ სხდომა შეწყვიტოს და ეს პროცედურა არ დაიწყოს. ისინი სემეკის წევრებს ივანიშვილის და კალაძის  ბრძანებების შემსრულებლებს უწოდებენ. 

„ესენი არიან კრიმინალური მაფია, რომლებსაც 20 ათასი ლარი აქვთ ხელფასი ჩვენგან მიტაცებული გადასახადებით. აძვირებენ გადასახადს. არავის არ გვაპატიებენ გადაუხდელობას, ჩაგვიჭრიან და ბავშვებს დაგვიტოვებენ მშივრებს და სიცივეში. ეს მაფია არავის არ ინდობს. მაფია მათი ღმერთია და მათი ეროვნებაა მწვანე დოლარია მხოლოდ. ჩვენ ისინი უნდა მოვიცილოთ. თუ ამ მოცილებას დავიწყებთ ყაჩაღების და ფასების გაზრდის მოტივირებით, იქნება მთელი მსოფლიოსგან მხარდაჭერილი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პატრული სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. 

მარეგულირებელი კომისია სხდომაზე თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის შეცვლას განიხილავდა.