• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

ზაალ უდუმაშვილი: ვგეგმავ, რომ დაფინანსება უფასო კვების ობიექტის გავზარდო 50 მილიონ ლარამდე

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ლილოს დასახლებასთან მდებარე უფასო სასადილო დაათვალიერა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეების პრობლემები მოისმინა. 

მისი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ის გეგმავს, რომ უფასო სასადილოების დაფინანსება 50 მილიონ ლარამდე გაზარდოს.

„მინდა განვაცხადო, რომ ოქტომბრიდან რეალურად შეიცვლება დამოკიდებულება უფასო სასადილოების მიმართ. მე ვგეგმავ, რომ დაფინანება უფასო კვების ობიექტის გავზარდო 50 მილიონ ლარამდე. ეს არის ის თანხა, რომელსაც ყოველწლიურად თბილისის მერია დახარჯავს ამ ხალხის გამოსაკვებად. ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ უფასო სასადილოების რაოდენობა გავზარდო ქალაქში, არამედ ის, რომ საკვების ხარისხი გაიზარდოს. საბოლოო მიზანი კი არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები თბილისელი იყოს, ვისაც სჭირდება უფასო სასადილო“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.