• თბილისი
  • 8°C
  • 16 დეკემბერი, 2017
article

მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში ოჯახთან ერთად ისვენებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნგრეთშია. სააკაშვილი უნგრეთში უმცროს ვაჟთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ოჯახთან ერთად უნგრეთში, ბალატონის ტბაზე იმყოფება.

7 აგვისტოს სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლონეთს ორშაბათს დატოვებდა. სააკაშვილი პოლონეთში 4 აგვისტოს ჩავიდა.

საქართველოში მიხეილ საააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. პროკურატურამ პოლონურ მხარეს უკვე მიმართა.