• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2017
article

"რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლის თავზე ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი ღია გზავნილია განგრძობადი ოკუპაციის შესახებ"

"რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლის თავზე ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი ღია გზავნილია განგრძობადი ოკუპაციის შესახებ". 

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ეს არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რასაც თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადასტურებს. 

"საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეაჩეროს დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიების ღია ოკუპაციითა და სხვადასხვა პროვოკაციებით გამოიხატება. თქვენ მოისმინეთ ნატო-ს წარმომადგენლის განცხადება, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ეს ვიზიტი, როგორც განგრძობადი ოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ ნაბიჯი, ცალსახად არის დაგმობილი და მოუწოდებს რუსეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართალთან და ნორმებთან. ეს არის კიდევ ერთი ღია, ცალსახა მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ეს მხარდაჭერა არის და იქნება ძალიან მყარი მომავალში", - განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.